
ბათუმის ნავთობტერმინალმა მიიღო წლის გადამხდელის ჯილდო
ბათუმის ნავთობტერმინალმა მიიღო წლის გადამხდელის ჯილდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ნავთობტერმინალს გადასცა წლის გადამხდელის ჯილდო. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 22 მარტს სასტუმრო “შერატონ ბათუმში”. ჯილდო საზეიმოდ გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ვაჟა ბოლქვაძემ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით. ბათუმის ნავთობტერმინალი წარმოადგენს აჭარის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს. მისი ისტორია სათავეს იღებს მე-19 საუკუნეში. ამჟამად ტერმინალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს 1000-მდე თანამშრომელს. ბათუმის ნავთობტერმინალი სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტებით IშO 9001, IშO 14001, და OHშAშ 18001, ტერმინალი თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას. ძირითადად (60% მეტი) ბათუმის გავლით გადაიტვირთება ყაზახური წარმოშობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ასევე გადაიტვირთება აზერბაიჯანული, თურქმენული და ქართული წარმოშობის პროდუქტები. ბათუმის ნავთობტერმინალი წარმოადგენს აჭარის რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებით და დროულ საგადასახადო გადარიცხვებს. ტერმინალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რკინიგზასთან და უზრუნველყოფს მას გადაზიდვების მოცულობებით დერეფანში. ტერმინალი ასევე სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობას, თანამშრომლობს მენარდე ორგანიზაციებთან. ხელმოკლე მოსახლეობისათვის 100 ადამიანზე განკუთვნილი საქველმოქმედო სასადილოს გარდა ბათუმის ნავთობტერმინალი მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურ პროექტს. 2008 წლის თებერვალში, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილ”-ი, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის სს “ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას, გახდა ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი. სს “ყაზტრანსოილ”-მა აგრეთვე მიიღო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გრძელვადიანი მართვის უფლება. 2012 წლის მარტი



