კომპანიის შესახებ

2008 წლის თებერვალიდან შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს (შემდგომში -„საზოგადოება“) მფლობელს წარმოადგენს სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილ”-ი, რომელიც წარმოადგენს   სს “ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას.

 „საზოგადოება“-ს გააჩნია შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს 100%-იანი წილის მართვის ექსკლუზიური უფლება.

 “საზოგადოების“ ამოცანები:

ნავთობის, ნავთობპროდუქტების და აირის, ასევე მათი გადამუშავების პროდუქტების (შემდგომში - „ტვირთი“) გადატვირთვის, ტრანსპორტირების, ექსპედირების, შეძენის და რეალიზაციის მომსახურების გაწევა;

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 %-იანი წილის ეფექტური მართვა;

ახალი კონკურენტუნარიანი სიმძლავრეების შექმნა და არსებული ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია „ტვირთების“ მაქსიმალური რაოდენობის გადატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით.

აღწერა

ბათუმის ნავთობტერმინალი განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში და  თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 85 ჰექტარს, რომელზეც განლაგებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი.

ძირითადი ტერიტორია ტერმინალის ტექნოლოგიური ცენტრია, სადაც განლაგებულია ძირითადი სარკინიგზო ესტაკადები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ასევე საქვაბე, რომელიც გამოიყენება ორთქლის წარმოქმნისა და მუქი ნავთობპროდუქტების შეთბობისათვის.

ნავთობეტრმინალის ძირითად კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება რკინიგზის მეშვეობით და მისი ჩასხმა სარეზერვუარო პარკებში ხდება სპეციალიზირებული სარკინიგზო ესტაკადების საშუალებით,  ასევე შესაძლებელია უკუპროცესიც - ტვირთის ტანკერით მოწოდება, რეზერვუარებში ჩამოსხმა და ვაგონ-ცისტერნებში ჩასხმა.

ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 204 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 482-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ყველა ესტაკადა მილსადენების სისტემის მეშვეობით დაკავშირებულია სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რაც უზრუნველყოფს ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთი ესტაკადა აღჭურვილია გათბობის მრავალსაფეხურიანი სისტემით მძიმე და ბლანტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის. ტერმინალის ყოველი სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით, რომელიც აფიქსირებს პროდუქტის დაცლის მონაცემებს.

ჩამოსხმის შემდეგ ნავთობი  და ნავთობპროდუქტები  გროვდება და ინახება სარეზერვუარო პარკებში სეგრეგირებული შენახვით.

დღეისათვის ბნტ-ს გააჩნია ხუთი სარეზერვუარო პარკი, რომლებიც აერთიანებენ 135 რეზერვუარს საერთო მოცულობით 597 ათას მ3-ზე მეტი.

ნედლი ნავთობის შენახვა ხორციელდება სარეზერვუარო პარკებში -“კაპრეშუმი”, “ხოლოდნაია სლობოდა” და “ძირითადი ტერიტორია”. პარკი “კაპრეშუმი” შედგება 21 რეზერვუარისგან საერთო მოცულობით - 190 000 მ3. პარკში “ხოლოდნაია სლობოდა” შედის 8 რეზერვუარი საერთო მოცულობით 60 500 მ3. ძირითად ტერიტორიაზე განლაგებულია 8 რეზერვუარი საერთო მოცულობით - 37 000  მ3.

ორი სარეზერვუარო პარკი, რომელიც განლაგებულია ძირითად ტერიტორიაზე, განკუთვნილია მაზუთის, დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის შენახვისათვის. პარკის საერთო მოცულობა შეადგენს 261 900 მ3.

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია საქართველოში ერთადერთი ტერმინალი, რომელიც განკუთვნილია აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან თხევადი აირის შენახვის, გადატვირთვისა და ექსპორტისათვის. სარეზერვუარო პარკის მოცულობა შეადგენს 5 000 მ3, ტერმინალის სარკინიგზო ესტაკადა უზრუნველყოფს ერთდროულად 14 ვაგონ-ცისტერნის დაცლას.

ასევე აქ განლაგებულია საიმპორტო გადატვირთვის კომპლექსი “ნავთობბაზა”, რომელიც უზრუნველყოფს ნათელი ნავთობპროდუქტების იმპორტირების მომსახურებას საქართველოსა და სომხეთის ბაზრებისათვის. ნავთობბაზა მოიცავს 20 რეზერვუარს საერთო მოცულობით 45 900 მ3, ჩასხმის სარკინიგზო ესტაკადას 10 ვაგონ-ცისტერნაზე და ასევე 5 ჩამოსასხმელ დანადგარს ავტო-ცისტერნებისათვის.

ნავთობის ტანკერები იტვირთება სამ, პორტისგან იჯარით აღებულ ნავმისადგომზე  და ერთ გამოსატან სანავმისადგომო მოწყობილობაზე (ВПУ). გამოსატანი სანავმისადგომო მოწყობილობა (ВПУ) წარმოადგენს ნავთობტერმინალის უმსხვილეს  დასატვირთ  მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია 140 000 ტონამდე დედვეითის მქონე გემების მიღება.

ტერმინალის ტექნიკური მახასიათლები (ნავთობი და ნავთობპროდუკტები)

მომსახურების ტიპი:

ნავთობპროდუქტების მიღება ვაგონ-ცისტერნებიდან და ნავთობჩასასხმელი ტანკერებიდან,

ნავთობპროდუქტების შენახვა სანაპირო რეზერვუარებში,

ნავთობპროდუქტების დატვირთვა ნავთობჩასასხმელ ტანკერებზე, აირმზიდ ტანკერებზე, ავტო და ვაგონ-ცისტერნებში.

ფართობი:

85 ჰექტარი

სიმძლავრე:

12 მლნ ტონა წელიწადში

ესტაკადები:

7 სარკინიგზო ჩამოსხმა-ჩასხმის ესტაკადა, არის 204 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად ჩამოსხმის შესაძლებლობა

რეზერვუარები:

135 რეზერვუარი მოცულობით   200 მ³ -დან   20 000 მ³ -მდე.

რეზერვუარების საერთო სასარგებლო ტევადობაა: 434 ათასი ტონა.

ნავმისადგომები:

3 ნავმისადგომი, 1 გამოსატანი სანავმისადგომო მოწყობილობა.

გემების მიღება 5 000-დან 140 000  ტონამდე წყალწყვით.

ტექნოლოგიური შესაძლებლობები: 22 სახეობამდე ნავთობპროდუქტის ერთდროული

მიღება-შენახვა-დატვირთვა:  ნედლი ნავთობი, მუქი და ნათელი ნავთობპროდუქტები,

გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირი.

ტერმინალის ტექნიკური მახასიათებლები (თხევადი ნახშირწყალბადოვანი აირი)

სიმძლავრე:

252,000 ტონა/წელ.

სარეზერვუარო პარკი:

5,000მ3 (25х200 მ³).

ჩამოსხმის ესტაკადა:

14 ჩამოსხმის ადგილი.

ცალკე  სარკინიგზო ჩიხი:

12 ჩამოსხმის ადგილი ვაგონ-ცისტერნების მოსაცდელად.

ტანკერ-აირმზიდებზე დატვირთვის სიჩქარე:  

100 ტონა/სთ. მუშა წნევით 16 ატმოსფერო

ნავმისადგომი:

№ 2

გემის დედვეითი:

შეზღუდვები ტანკერის სიგრძის მიხედვით– 119 მ

სატანკერო პარტია:

3,500 ტონა

 

ნავთობის ნავმისადგომები

           ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი ბათუმის ნავთობტერმინალის უმნიშვნელოვანესი ობიექტია და შედგება 3 ნავმისადგომისა და გამოსატანი სანავმისადგომო მოწყობილობისაგან (ВПУ). ნავმისადგომების  ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია ეკოლოგიური ლაბორატორია, რომლის ფუნქციას წარმოადგენს გარემოსა და ლიალური და ბალასტის წყლების გამწმენდი ნაგებობების მუდმივი მონიტორინგი.

პირველ ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახეობის ნავთობპროდუქტების დასატვირთად, გარდა თხევადი აირისა.

ნავმისადგომის მონაცემებია:

 

გემის მაქსიმალური დედვეითი – 45 000 ტონა

სიგრძე – 200 მეტრი

სიღრმე – 11,2  მეტრი (უსაფრთხო წყალშიგი – 10,7 მეტრი)

მეორე ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახეობის ნავთობპროდუქტების დასატვირთად, თხევადი აირის პროდუქტების ჩათვლით.

ნავმისადგომის მონაცემებია:

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 16 000 ტონა;

სიგრძე – 140 მეტრი

სიღრმე – 8,7 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 8,2 მეტრი

მესამე ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახის ნავთობპროდუქტების დასატვირთად, გარდა გათხევადებული აირისა.

 ნავმისადგომის მონაცემებია:

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 25 000 ტონა

სიგრძე – 165 მეტრი

სიღრმე – 9,1 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი –8,6 მეტრი

გამოსატან სანავმისადგომო მოწყობილობას (ВПУ) შეუძლია მიიღოს გემები ნედლი ნავთობის დასატვირთად. ის აღჭურვილია ორი წყალქვეშა შლანგით, რომელთა საშუალებით წარმოებს დატვირთვის ოპერაციები.

გამოსატანი სანავმისადგომო მოწყობილობის დახასიათება:

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 140 000 ტონა

სიგრძე – 250 მეტრი

სიღრმე – 14,5 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 13,5 მეტრი

ყველა ნავმისადგომი აღჭურვილია აირდამჭერი სისტემით, რომელიც ხელს უშლის ნავთობის ორთქლების გამოყოფას ტანკერების დატვირთვის დროს.