ჩვენ, ბათუმის ნავთობტერმინალი, ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის გადატვირთვის საქმიანობის განხორციელებისას, ვხელმძღვანელობთ  უსაფრთხო სამუშაო პირობების, გარემოს დაცვვის უზრუნველყოფის პრინციპებით და მოსახლეობის მიმართ პატივისცემის პრინციპებით, რომელთა საცხოვრებლებთან ხდება ჩვენი ობიექტების დაპროექტება, მშენებლობა და ექსპლუატაცია.

ამასთან ჩვენ: 

ვითვალისწინებთ დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს;

ვახორციელებთ გარემოს დაცვით საქმიანობას, რომელიც მიმართულია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად;

შრომის დაცვას განვიხილავთ, როგორც ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს;

ჩვენ ვისწფავით აღნიშნულ სფეროში ლიდერი პოზიციის დასაკავებლად, და მდგრადი და სტაბილური განვითარების მიღწევის მიზნით ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ შემდეგ ვალდებულებებს, რომლებიც ვრცელდება ბათუმის ნავთობტერმინალის ყველა თანამშრომელზე, მენარდეებზე და სუბმენარდეებზე:

მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა, მუდმივი გაუმჯობესება და ეფექტურობის ამაღლება ISO 9001:2008, ISO 14001:2004, OHSAS 18001:2007, ISO/TS 29001:2010 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანიის საქმიანობის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

მომსახურების მიწოდება, რომელიც პასუხობს ან აღემატება ჩვენი კლიენტებისა და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს.

ეკოლოგიური ასპექტების, საფრთხეებისა და რისკების სისტემატური იდენტიფიკაციის ჩატარება, მათი მართვის და შემცირების ღონისძიებების განხორციელება.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საწარმოო სიმძლავრეების და ბიზნეს-პროცესების გასაუმჯობესებლად, განსავითარებლად და მხარსადაჭერად.

გარემოს ობიექტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგის განხორციელება, აუცილებელი მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი მოქმედებების დროული და ეფექტური შემუშავებისა და რეალიზაციის მიზნით.

კომპანიის ყველა სამუშაო ადგილზე შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მუდმივი კონტროლის განხორციელება დაზიანებების  ან თანამშრომლების ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

კომპანიის მთელი პერსონალის ჩართვა მენეჯმენტის ინტეგრირებულ სისტემაში, მათი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და მოცემული ინფორმაციის გაცნობა კომპანიის ყველა დასაქმებულისათვის.

კომპანიის პერსონალის მუდმივი სწავლება თანამშრომლების პროფესიული ზრდის და მათი საწარმოო უნარების გაფართოების მიზნით.

ჩვენ, ბათუმის ნავთობტერმინალის უმაღლეს ხელმძღვანელობას, გვეკისრება პასუხისმგებლობა შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე, ვკისრულობთ ვალდებულებას მუდმივად გავაუმჯობესოთ კომპანიის რეზულტატურობა და ეფექტიანობა   ხაირსხის, ეკოლოგიის, შრომის დაცვის და სამრეწველო უსაფრთხოების დარგში.

ჩვენ მუდმივად, პრაქტიკაში ვახდენთ წინამდებარე პოლიტიკის ვალდებულებების შესრულების დემონსტირებას, რაც წარმოადგენს ბათუმის ნავთობტერმინალის რეპუტაციის გაუმჯობესების და ხარისხის, სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვის და გარემოს დაცვის დარგში კულტურის ამაღლების  გარანტიას.

პოლიტიკა ხარისხის, ეკოლოგიის, შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების სფეროში

ენერგეტიკული პოლიტიკა

პოლიტიკა საინფორაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში