ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორია

საგამოცდო ლაბორატორია კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს, მუდმივად შეინარჩუნოს და სრულყოს შესასრულებელი სამუშაოს მაღალი დონე ქვემოთჩამოთვილი მოქმედებების საშუალებით:

1. მომსახურების მიწოდება, რომელიც პასუხობს ან აღემატება ჩვენი კლიენტების და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს;

2. საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მხარდაჭერა  საერთაშორისო სტანდარტის SST ISO/IEC 17025:2010 -ის მოთხოვნების შესაბამისად;

3. ატმოსფერული ჰაერის სინჯების, ზღვის, მდინარის, ჩამდინარე და გრუნტის წყლების სინჯების გამოცდების, მიკროკლიმატის,  სამუშაო ადგილზე ხმაურის, გარე და შიგა განათების პარამეტრების გაზომვების ორგანიზაციისა და ჩატარების მაღალი დონის უზრუნველყოფა;

4. შესასრულებელი გამოცდებისა და გაზომვების  შესაბამისობის უზრუნველყოფა მათი უტყუარობის, სიზუსტის,  შესრულების ვადების, კონფიდენციალობის, კომპეტენტურობის  და სამუშაოების შესრულების დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან;

5. სტანდარტების უზრუნველყოფა, შენარჩუნება და რეგულარული გადახედვა საგამოცდო ლაბორატორიის აღჭურვილობისა და მოწყობილობების დარგში;

6. პროცედურების დანერგვა, რომლებიც ითვალისწინებენ მარეგულირებელი ორგანოების უკანასკნელ რეკომენდაციებს.

7.რეგულარული მონაწილეობა ხარისხის გარეგანი კონტროლის შესაბამის სისტემებში;

8. საკადრო პროცედურების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური პერსონალის საგულდაგულო შერჩევას;

9. საგამოცდო ლაბორატორიის მთელი პერსონალის ჩართვა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში, მათი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა საგამოცდო ლაბორატორიის ყველა დასაქმებულისათვის.

10. საგამოცდო ლაბორატორიის დასაქმებულების მუდმივი სწავლება თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული ზრდისა და მათი საწარმოო უნარების გაფართოების მიზნით, რომლებიც მნიშვნელოვანია საგამოცდო ლაბორატორიის სპეციფიკური ფუნქციებისათვის.

11. ჩვენი მომსახურების რეზულტატურობისა და ეფექტურობის რეგულარული მონიტორინგი  მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

აკრედიტაციის სფერო (სინჯების აღება)

აკრედიტაციის სფერო  (გამოცდები)

ხარისხის პოლიტიკა