დამკალიბრებელი ლაბორატორია კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს შესასრულებელი სამუშაოების მაღალი დონე გაზომვების სიზუსტისა და ერთიანობის უზრუნველყოფის ნაწილში ქვემოთჩამოთვლილი მოქმედებების მეშვეობით:

1. მომსახურების მიწოდება, რომელიც პასუხობს ან აღემატება ჩვენი კლიენტების და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს;

2. დამკალიბრებელი ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მხარდაჭერა  საერთაშორისო სტანდარტის SST ISO/IEC 17025:2010 -ის მოთხოვნების შესაბამისად;

3.  გამზომი საშუალებების დაკალიბრების შესასრულებელი სამუშაოების  შესაბამისობის უზრუნველყოფა  დაკალიბრების დროს უტყუარობის, სიზუსტის, მათი შესრულების ვადების, კონფიდენციალობის, კომპეტენტურობის  და სამუშაოების შესრულების დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან;

4. ობიექტური ინფორმაციის მიღება დაკალიბრების ფაქტიური შედეგების შესახებ და   მაჩვენებლების ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;

5. სტანდარტების უზრუნველყოფა, შენარჩუნება და რეგულარული გადახედვა დამკალიბრებელი ლაბორატორიის აღჭურვილობისა და მოწყობილობების ნაწილში;

6. პროცედურების დანერგვა, რომლებიც ითვალისწინებენ მარეგულირებელი ორგანოების უკანასკნელ რეკომენდაციებს.

7. რეგულარული მონაწილეობა ხარისხის გარეგანი კონტროლის შესაბამის სისტემებში;

8. საკადრო პროცედურების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური პერსონალის საგულდაგულო შერჩევას;

9. დამკალიბრებელი ლაბორატორიის მთელი პერსონალის ჩართვა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში, მათი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა დამკალიბრებელი ლაბორატორიის ყველა დასაქმებულისათვის.

10. დამკალიბრებელი ლაბორატორიის დასაქმებულების მუდმივი სწავლება თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული ზრდისა და მათი საწარმოო უნარების გაფართოების მიზნით, რომლებიც მნიშვნელოვანია დამკალიბრებელი ლაბორატორიის სპეციფიკური ფუნქციებისათვის.

11. ჩვენი მომსახურების რეზულტატურობისა და ეფექტურობის რეგულარული მონიტორინგი  მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

გამზომი ტექნიკის საშუალებების დაკალიბრების ლაბორატორიის ხარისხის პოლიტიკა

გამზომი ტექნიკის საშუალებების დაკალიბრების ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო

აკრედიტაციის სერტიფიკატი