ბათუმის ნავთობტერმინალში ფუნქციონირებს შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებასთან, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვას და ეფექტურ შესრულებას, ასევე ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის განყოფილების შემადგენლობაში შედიან დამატებითი ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ მონიტორინგს, პირველადი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების გაწევას და ნავთობის დაღვრაზე რეაგირებას.

საწარმოს საქმიანობის პროცესში განყოფილება წყვეტს შემდეგ ძირითად ამოცანებს:

შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების კოორდინაცია, ორგანიზაცია და სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის დარგში წესების, ინსტრუქციების და რეგლამენტების მოთხოვნების დაცვა ყველა სახის სამუშაოს, ძირითადი და დამხმარე პროცესების  შესრულების დროს;

მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (რეგისტრირებადი და არარეგისტრირებადი) ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კონტროლი და ზედამხედველობა.

შრომის აუცილებელი პირობების კონტროლი და უზრუნველყოფა;

საწარმოში ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის კონტროლი და უზრუნველყოფა;

ინსპექტირების სისტემის მართვა, რომელიც ეფუძნება სამრეწველო რისკების ანალიზსა და შეფასებას;

ეკოლოგიური ასპექტებისა და რისკების მართვა;

მუშა პერსონალის სწავლების, გადამზადების, ატესტაციის და კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლის უზრუნველყოფა;

გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებების კოორდინაცია, ორგანიზაცია და უზრუნველყოფა;

გამოსაყენებელი საკანონმდებლო მოთხოვნების იდენტიფიკაცია და საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება;

მზადყოფნა ავარიული სიტუაციებისადმი და ავარიებსა და ინციდენტებზე რეაგირება.

თავის ყოველდღიურ საქმიანობაში შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის განყოფილება ხელმძღვანელობს საქართველოს აქტებითა და კანონქვემდებარე აქტებით, სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებით, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებით, საქართველოში მოქმედი მეთოდიკებითა და ინსტრუქციებით.

განყოფილება კურირებს და კოორდინირებას უწევს აუთსორსინგული კომპანია შპს „სახანძრო უსაფრთხოება. მომსახურება“-ს მუშაობას, რომელიც სახელშეკრულებო საფუძველზე ასრულებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის, მსახურობს და მზად არის ოპერატიული რეაგირებისათვის შესაძლო ინციდენტებზე 24 საათიან რეჟიმში, ატარებს გეგმიურ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებს საწარმოს ტერიტორიაზე, ატარებს საერთო საგარნიზონო სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებს საგანგებო სიტუაციების მართვის ქვედანაყოფების და საწარმოს მუშა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ჩართვით,  უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის და მოწყობილობების 24 საათიან მზადყოფნას არასაშტატო სიტუაციებისადმი.

ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელსაც გააჩნია  აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ნავთობის და ნავთობპროდუქტების  დაღვრის დროს ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების სფეროში და აღჭურვილია აუცილებელი მოწყობილობებით ნავთობის დაღვრების I დონის სალიკვიდაციოდ. 

რეაგირების ჯგუფის მთელ პერსონალს გააჩნია პროფესიული განათლება და შესაბამისი სერტიფიკატები IMO-1, IMO-2 и IMO-3, ასევე სერტიფიკატები ISGOTT -ის მიხედვით სწავლების კურსის გავლის შესახებ.

განყოფილებას კონტაქტი აქვს კომპანიასთან «NRC Internationale», ზღვაში, მდინარეებში და ხმელეთზე I და II დონის ნავთობის შესაძლო ავარიული დაღვრების ლიკვიდაციის დროს აუცილებელი დახმარებისათვის მზადყოფნისა და დახმარების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით.

განყოფილების კომპეტენციაში ასევე შედის პირველადი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების გაწევის პუნქტის მუშაობის მართვა, რომელიც ახორციელებს საწარმოს თანამშრომლების ამბულატორიულ მიღებას, მათ სამედიცინო შემოწმებას, თანამშრომელთა ავადობის ანალიზს სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, საწარმოს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას,  მის შესახებ კართოთეკის წარმოებას და ა.შ.

ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორია უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის, გრუნტის წყლების, მდინარე ბარცხანის, კუბასწყლის და ყოროლისწყლის, ზღვის დაბინძურების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგს, ხმაურის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგს საწარმოს საზღვარზე დასახლებულ ზონასთან, ატმოსფერულ ჰაერში სამრეწველო გაფრქვევებში და ზედაპირულ წყალსატევებში სამრეწველო ჩაშვებებში  დამაბინძურებელი ნივთიერებების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგს, თვალყურს ადევნებს აირსაწმენდი და წყასაწმენდი ნაგებობების ტექნოლოგიურ რეჟიმებს.

შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის განყოფილება ასევე უზრუნველყოფს საქვაბის კვამლის აირების შემადგენლობის მონიტორინგს და რეგულირებას, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და ჩამოსხმის სიჩქარეების მონიტორინგსა და ლიმიტირებას, სამუშაო ადგილებზე ხმაურისა და ვიბრაციის განსაზღვრასა და შეზღუდვას, სასმელი და ტექნიკური წყლის, სითბური და ელექტროენერგიის რაციონალურ მოხმარებას.