შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს (შემდგომში -„საზოგადოება“) საკადრო პოლიტიკა მიმართულია პერსონალის მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნისაკენ სოციალური თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და საწარმოს ტრადიციების განვითარება. დასაქმებულები განიხილებიან,  „საზოგადოების“ ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ რესურსად, რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას და უზრუნველყოფენ მის   კონკურენტუნარიანობას.

ბათუმის ნავთობტერმინალის საკადრო და სოციალური პოლიტიკის ფუძემდებელ პრინციპებს წარმოადგენენ:

ადამიანური რესურსების შერჩევა, შეფასება და გამოყენება, დასაქმებულებისაგან უმაღლესი თავდადების მიღწევა, მათი შრომისა და უსაფრთხოების ეფექტური ორგანიზების უზრუნველყოფა, მათი კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

პერსონალის სწავლება და განვითარება; აუცილებელი პირობების შექმნა პერსონალის ეფექტური პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის მისი მაღალ დონეზე ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

პერსონალის მართვის სისტემის მუდმივი განვითარება, რაც პასუხობს ტერმინალის მიმდინარე მიზნებს პერსონალის მოტივაციის (მატერიალური და არამატერიალური) ეფექტური სისტემების ბაზაზე,  ტერმინალის შიგნით ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციისა და ხელმეორე გადანაწილების გზით დასახული ამოცანების გათვალისწინებით.

მხარეების სოციალური პარტნიორობის და ურთიერთპასუხისმგებლობის პრინციპების პრაქტიკული რეალიზება დამსაქმებლის წარმომადგენლებსა და მუშა კოლექტივის წარმომადგენლებს შორის; კოლექტივის სოციალური განვითარება ყველა დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმებულებისა და მათი ოჯახების წევრების ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით; სოციალურ-შრომითი უფლებებისა და გარანტიების სისტემის შექმნა, რომელიც ახდენს კომპანიის კორპორატიული კუთვნილებისა და მიმზიდველობის ცნობიერების ფორმირებას.

რეგიონის პარტნიორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მუშაობის სრულყოფა კადრების განახლების, პერსონალის პოზიტიური სტაბილურურობის მიღწევის მიზნით.