30.მაი.2018

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს საქველმოქმედო ღონისძიებები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავთან, და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით

2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის  - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავის, ასევე ფაშიზმზე გამარჯვების დღის პატივსაცემად, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს ხელმძღვანელობის მიერ განხორციელდა ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და იმ პირების დაჯილდოება, რომლებიც ომობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

დღე დაიწყო დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრით.  „ომის, შრომის და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანების გაერთიანებაში“ სულ რეგისტრირებულია 24 ვეტერანი და დიდი სამამულო ომის მონაწიეთა 12 ქვრივი, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში. მატერიალური დახმარება და კალათა ტკბილეულით ბათუმის ნავთობტერმინალისა  (ბნტ) და ბათუმის საზღვაო ნავსადგურისგან  (ბსპ) მათთვის სასიამოვნო მოვლენად იქცა. მათთვის, ვინც შეძლო დასწრებოდა ღონისძიებას, ორგანიზებული იყო სუფრა ტკბილეულობით და გამაგრილებელი სასმელებით.

ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა გამოხატეს გულწრფელი მადლიერება ვეტერანებისა და მათი გმირობის  მიმართ და უსურვეს მათ ჯანმრთელობა და სულის მხნეობა. შეხვედრამ ჩაიარა თბილ ატმოსფეროში, მხიარული ურთიერთობისა   და სადღესასწაულო განწყობის წყალობით.