3.მაი.2019

საქველმოქმედო დონორთა აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.

2019 წლის 19 აპრილს შპს „ბათუმის ბავთობტერმინალი“-ს (შემდგომში - „ტერმინალი“) თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო დონორთა აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.

სისხლის ბანკ  შპს „ჰემა-2012“-ის ინიციატივით ჩატარებული ეს მნიშვნელოვანი სოციალური აქცია მიმართულია პაციენტების დასახმარებლად, რომლებიც მწვავედ საჭიროებენ დონორულ სისხლსა და მის კომპონენტებს.

სისხლის გადასხმის მობილური სადგური გაშლილი იქნა „ტერმინალი“-ს ტერიტორიაზე, და ყველა მსურველმა შეძლო სისხლის ჩაბარება პრაქტიკულად სამუშაო პროცესისაგან მოუწყვეტლივ. უკვე დილის 10 საათზე  „ტერმინალი“-ს მედპუნქტთან დაიწყეს შეკრება თანამშრომლებმა, რომლებიც მზად იყვნენ თავისი სისხლი გაეღოთ მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ზოგიერთი მათგანისათვის ეს პირველი გამოცდილება იყო, ზოგი რეგულარულად აბარებს სისხლს და სტაჟიანი დონორია.

ჩვენ ყველანი დაკავებული ადამიანები ვართ, ვასრულებთ სხვადასხვა სამუშაოს და ამის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება - ადამიანების დახმარება, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია დონორობის წყალობით.

მადლობას ვუხდით ყველა დონორს ამ კეთილშობილურ და საჭირო საქმეში მონაწილეობისათვის, ადამიანებისათვის ნაჩუქები იმედისა და სიცოცხლისათვის!

განსაკუთრებული მადლობა სისხლის ბანკ  შპს „ჰემა-2012“-ის მედიკოსთა გამსვლელ ბრიგადას.