3.მაი.2019

სს „ყაზტრანსოილი“-ს დელეგაციამ ქ. ბათუმში მოინახულა საწარმოო ობიექტები

2019 წლის 21-22 აპრილს სს „ყაზტრანსოილი“-ს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟაიიკ მახინ, ასევე სს „ყაზტრანსოილი“-ს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორები, მოინახულა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს საწარმოო ობიექტები.

ვიზიტის მიზანი იყო სს „ყაზტრანსოილი“-ს დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობის ახლახან არჩეული წევრების საქართველოში სს „ყაზტრანსოილი“-ს ბათუმის აქტივების საქმიანობასთან გაცნობა. დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოო უბნები, გაეცნო შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მეშვეობით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნავმისადგომების მეშვეობით მშრალი ტვირთების   გადატვირთვის ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებს.

შეხვედრების დროს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილლაევმა, ასევე შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ხელმძღვანელობამ დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ძირითადი საქმიანობის და ტერმინალისა და ნავსადგურის აქტივების სტრუქტურის, ისტორიული და საგეგმო მაჩვენებლების, ასევე კომპანიების ჯგუფის უახლოესი პერსპექტიული გეგმების შესახებ.

ცნობა:

სს „ყაზტრანსოილი“ - ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური ოპერატორი მაგისტრალური ნავთობსადენის მიმართულებით, შედის სს „ყაზმუნაიგაზი“-ს ჯგუფში. ფლობს 5,4 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენების დივერსიფიცირებულ ქსელს. სს „ყაზტრანსოილი“-ს საწარმოო ობიექტები განლაგებულია შიმქენთში, კარაგანდის, პავლოდარის, თურქესტანის, ჩრდილოეთ-ყაზახეთის, ატირაუს, მანგისთაუს, დასავლეთ-ყაზახეთის, ყიზილორდის, ალმათის, აქტობეს, აღმოსავლეთ-ყაზახეთის ოლქებში.

სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მონაწილეობის 100% წილი, რომელიც ფლობს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ 100% წილის მართვის ექსკლუზიურ უფლებას.