10.მაი.2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის სტუდენტები გადიან პრაქტიკას შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ში

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას დასავლეთ საქართველოში და  ქალაქთმშენებლობით საწარმოს. ეს ვითარება ავალდებულებს ხელმძღვანელობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს  რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ასეთი საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია მჭიდრო თანამშრომლობა ქალაქის მთავარ სასწავლო დაწესებულებასთან - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტთან, რომელიც ახორციელებს სპეციალისტების მომზადებას ნავთობისა და გაზის დარგისათვის.

2010 წლიდან, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ჩვენს ორგანიზაციებს შორის გაფორმებული „მემორანდუმის“ საფუძველზე, ბათუმის ნავთობტერმინალი ყოველწლიურად იღებს ტექნოლოგიური ფაკულტეტის „სამთო და გეოინჟინერია“-ს  ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებს წინასადიპლომო პრაქტიკის გასავლელად,  ასევე მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირების და შენახვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე, გაცნობითი პრაქტიკის გასავლელად , რომლის თემაა „ნავთობის ტერმინალების ექსპლუატაცია“.

„საზოგადოების“ პერსონალის მართვის განყოფილების სპეციალისტების მიერ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამის თანახმად,  სრუდენტები ეტაპობრივად ეცნობიან ყოველი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ტექნოლოგიური სქემების სპეციფიკას, ანმტკიცებენ სასწავლო დაწესებულებაში განვლილ  თეორიულ  მასალას. ეს მათ საშუალებას აძლევთ გააკეთონ დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ასპექტში სურთ მათ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და ჩამოაყალიბონ კარიერის დაგეგმვის ალგორითმი.

 „საზოგადოების“ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი დასაქმებულები ენთუზიაზმით უდგებიან ახალგაზრდებთან მუშაობას, მათ კარგად ესმით კომპანიის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი საკადრო რეზერვის მომზადებაში.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მნიშვნელოვანი წვლილი უმაღლესი სასწავლებლისა და დარგობრივი მეცნიერების ინტეგრაციის საქმეში, ასევე მომავალი დასაქმებულების საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო დონის განვითარებაში აღინიშნა სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ. სამადლობელ წერილში უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა გამოხატა უღრმესი მადლიერება გენერალური დირექტორის და „საზოგადოების“ დასაქმებულების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ პრაქტიკის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

და ბოლოს, გვინდა ვუსურვოთ დამწყებ სპეციალისტებს დაუშრეტელი  სწრაფვა თვითსრულყოფისაკენ, ახალი ცოდნის მიღებისაკენ, წარმატებები კარიერის აგების პროცესში და დიდი მიღწევები მომავალში!