13.მაი.2019

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ სპეციალისტებმა სწავლება გაიარეს საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციაში

2019 წლის 4 მაისს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შრომის უსაფრთხოებაში სპეციალისტების მომზადების  130 საათიანი პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE GEORGIA) პრეზიდენტმა მამუკა ფირცხალავამ კურსის დამთავრება და ფინალური გამოცდების ჩაბარება  მიულოცა შრომის დაცვისა და  უსაფრთხოების ტექნიკის წამყვან ინჟინერს დავით ჩებინოვსა და  შრომის დაცვისა და  უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს გიორგი ღლონტს.

სწავლება ორგანიზებული იყო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული პროგრამის მიხედვით. 

კურსი მოიცავდა სამ მოდულს: შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, საწარმოში პირველადი დახმარების გაწევა.

სწავლების პილოტური კურსის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის დავიდ ჩებინოვი დაჯილდოვდა OSHE GEORGIA-ს სიგელით. 

ჩვენს სპეციალისტებს ვულოცავთ სწავლების წარმატებულ დასრულებას და ვუსურვებთ მათ პროფესიონალურ სარბიელზე შემდგომ მიღწევებს!