17.ივლ.2019

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-ს გაერთიანებული გუნდი - მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული

2019 წლის 20 ივნისს ქ. ბათუმში,  მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ფარგლებში, სტარტი აიღეს სპორტულმა შეჯიბრებებმა.

სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის მოწვევით შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა  ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა და სასწავლო დაწესებულებებმა: შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - ს გაერთიანებულმა გუნდმა,  „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (APM Terminals Poti), ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ბათუმის უმაღლესმა საინჟინრო სასწავლებელმა „ანრი“, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა.

შეუპოვარი და საინტერესო ბრძოლის შედეგად ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლეს საპრიზო ადგილების მოპოვება სპორტის ყველა განცხადებულ სახეობაში. მაგიდის ჩოგბურთში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა რზგან ბროევმა (ბსნ), ხოლო III ადგილი ქალბატონებს შორის დაიკავა ეკატერინა ცარეგოროდცევამ (ბნტ). ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში I ადგილი მოიპოვა ამაიაკ ვოსკანიანმა (ბსნ), III  ადგილი მოიპოვა დანიარ გალიევმა (ბნტ). მკლავჭიდში II ადგილის მფლობელი გახდა მალხაზ გაფრინდაშვილი (ბნტ).

სპორტული შეჯიბრებების ყველაზე სანახაობრივი ნაწილი იყო ტურნირი მინი-ფეხბურთში - შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - ს გაერთიანებულმა გუნდმა გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ აჩვენა  ლამაზი, ემოციური თამაში! მათ ფინალში მოუგეს პრინციპულ მეტოქეს  - „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ანგარიშით 3:0, ჩვენი ყმაწვილები გახდნენ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელები! ვულოცავთ ჩემპიონებს: კარენ მინასიანს (ბნტ), თემურ აბაშიძეს (ბნტ), ზურაბ სამნიძეს (ბნტ), ოთარ საკანდელიძეს (ბნტ), სერგო დუმბაძეს (ბსნ), ზურაბ გაგოევს (ბსნ), გიორგი პატარაიას (ბსნ), ნუკრი გოგუაძეს (ბსნ), ვახტანგ სურგულაძეს (ბსნ), გიორგი კახიძეს (ბსნ), გელა ლორიას (ბსნ).