19.სექ.2019

სახელმწიფო სწავლება GEO SAR и OSR EX

შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სსიპ ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ ორგანიზებულ წვრთნებში GEO SAR & OSR EX

შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფმა 2019 წლის 13 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საზღვაო, ფართო მასშტაბიან ნაციონალური ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნებში GEO SAR & OSR EX, რომელიც სსიპ ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ ჩაატარა.

წვრთნებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები და ზღვაში ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური ძალები. მათ შორის, შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური (ბუქსირი - “KAPITAN T. FAGAVA”, შეგროვებული დაღვრილი ნავთობის გადასტანი გემი “AISI”, ნავთობშემგროვებელი „FLORA”), საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო (კონტრაქტორი კომპანია - NRC, დაღვრასთან ბრძოლის აღჭურვილობა ნაპირზე), კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, (სახანძრო ბუქსირი “PATRIOT”), შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი, შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“, კონტრაქტორი კომპანია - NRC, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქაერონავიგაცია“, შპს „ბათუმის აეროპორტი“, სს სამედიცინო ცენტრი „საზღვაო ჰოსპიტალი“, ავარიული სუბკონტრაქტორები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო დაცვა, საპატრულო პოლიცია და სხვა.

წვრთნების შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფმა წარმატებით შეასრულა მის წინაშე დასმული ამოცანა - ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან, რისთვისაც შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობა ჯგუფის თითოეულ წევრს უცხადებს მადლობას: მინდია ხათაშვილს, მამუკა ჯაფარიძეს, ბადრი ქაჯაიას, სულხან ნაკაშიძეს, ნოე ნიკოლაშვილს და გია ემირიძეს.