27.სექ.2016

სპარტაკიადა 2016

2016 წლის 18 სექტემბერს, ქ. ბათუმში, „ბონის“ კულტურის სახლის სასპორტო დარბაზში ჩატარდა ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა დღისადმი მიძღვნილი სპარტაკიადა. 

შეჯიბრებში მონაწილეობა მიიღო შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისა“ და შპს „ბათუმის ნავსადგურის“ 40-ზე მეტმა თანამშრომელმა.

 მოსასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ „საზოგადოების“ ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მათ ყველა მონაწილეს უსურვეს წარმატება და აღნიშნეს ასეთი სახის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით.

შეჯიბრების პროგრამა მოიცავდა სპორტის რამოდენიმე სახეობას: ჭადრაკი, გირების სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი. ასევე, ჩატარდა შეჯიბრება გუნდებს შორის ბაგირის გადაწევასა და ბილიარდში.

მონაწილეების პოზიტიური განწყობის, მეგობრული შეჯიბრებისა და სპორტული აზარტის წყალობით,  სპარტაკიადა ჩატარდა ხალისიანად და აქტიურად.

 ტრადიციისამებრ, მენავთობის დღის აღნიშვნის  დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დაიწყო ბნტ-სა და ბსნ-ს საუკეთესო მუშაკებისათვის სს „ყაზტრანსოილის“ სიგელებისა და სამადლობელო წერილების გადაცემით.

 შემდეგ გამოცხადებულ იქნა შეჯიბრების შედეგები: გირების სპორტში, ბაგირის გადაწევაში, მინი ფეხბურთში და ბილიარდში გაიმარჯვა ბნტ-ს გუნდმა, ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში საუკეტესო შედეგები აჩვენეს ბსნ-ს ნაკრებმა.

სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, ხოლო მონაწილეებს, რომლებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს პირად ჩათვლაში, გადაეცათ მედლები, სიგელები და სპეციალური პრიზები.

აბსოლუტური გამარჯვებულები გახდნენ:

ამაიაკ ვოსკანიან, ბსნ-ს ჯანმრთელობის, შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების განყოფილების სახანძრო პროფილაკტიკის ინსტრუქტორი - ჭადრაკი;

მალხაზ გაფრინდაშვილი, საშვთა ბიურის კონტროლიორი, უსაფრთხოების დეპარტამენტი, გირების სპორტი;

რეზო ბროევ, საზღვაო ფლოტის განყოფილების ბუქსირ „უშბას“ მოტორისტი-მატროსი, მაგიდის ჩოგბურთი; 

ზურაბ სამნიძე, იმპორტირებადი ნავთობპროდუქტების მიღებისა და განაწილების საამქროს ჩამომსხმელ-ჩამსხმელი, მინი ფეხბურთი;  

ნურლან ნურკანოვ, დაგეგმარებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მენეჯერი ფინანსური კონტროლისა და რისკების მართვის დარგში, ბილიარდი;

სპარტაკიადის გარდამავალი თასი გადაეცა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ჩემპიონ-გუნდს.

ასევე დასახელდა თანამშრომლები ნომინაციაში „სპორტის ვეტერანები“, რომლებმაც დაიმსახურეს ეს საპატიო წოდება  სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისათვის. „საზოგადოების“ სპორტული ღონისძიებების მუდმივ მონაწილეებს და მრავალჯერად პრიზიორებს, ბნტ-დან შოთა გაგუას და ბსნ-დან ამაიაკ ვოსკანიანს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.   

დღესასცაულს განსაკუთრებული ატმოსფერა შეუქმნა ბნტ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული საბავშვო ნახატის კონკურსმა თემაზე „რად მუშაობს ჩემი დედა/მამა“/ „ჩემი დედა/მამა პროფესიონალია“. დამწრეებმა ღირსეულად შეაფასეს ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები, კენჭისყრის შედეგების მიხედვით გამოავლინეს გამარჯვებულები: მარინა მირზოევა - 1 ადგილი, მარიამ თევზაძე - 2 ადგილი, თეიმურაზ მეგრელიძე - 3 ადგილი. კონკურსის ყველა მონაწილე, რომლებმაც აჩვენეს თავისი ნამუშევრები, მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები. ამის გარდა, სპარტაკიადის გახსნის ცერემონიის დაწყებამდე, თავისი მშობლების საგულშემატკივროდ მოსულ ბავშვებს გადაეცათ სპორტული თემატიკის სხვადასხვა სიურპრიზები.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისა“ და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ყველა მუშაკს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო სპორტულ დღესასწაულში, და დარწმუნებულია, რომ შეჯიბრებები ხელს უწყობენ ერთობას კოლეკტივში, როგორც სპორტში, ისე საწარმოში

სრული ვერსია: /media/uploads/2016/09/27/_2016.pdf