16.დეკ.2016

წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს მონახულება

 2016 წლის 16 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის  დღის 25 წლისადმი მიძღვნილი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სააქციო საზოგადოება „კაზტრანსოილის“ შვილობილი საწარმოების - შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისა“ და შპს „ბათუმის ნავსადგურის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს  ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე.  შეხვედრა ჩატარდა თბილ ატმოსფეროში, ხანდაზმულებისა და სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო ჩაის სმა, რომლის დასრულების შემდეგ სათნოების სახლის მაცხოვრებლებს გადაეცათ საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ სათნოების სახლი ყოველთვის სიხარულით ღებულობს ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს და უკვე წლებია  რაც  ისინი მათთვის სასურველი სტუმრები არიან. საზოგადოების ყურადღების მოქცევის მიზნით აქცია გაშუქებულ იქნა ტელეკომპანია „აჭარა“-ს  მიერ.

ვიდეო