20.დეკ.2016

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომელთა დაჯილდოება

2016 წლის 16 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით, შედგა ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობის შეხვედრა თანამშრომლებთან. შეხვედრის დროს საზეიმო ვითარებაში დასახელდა ბნტ-ს თანამშრომლები, რომელთა საქმიანობამ კომპანიის საკეთილდღეოდ  მიიღო მაღალი შეფასება  სს „კაზტრანსოილის“ ხელმძღვანელთა მიერ. 

 

 

სს „კაზტრანსოილის“ საპატიო სიგელით დაჯილდოებულ იქნენ:

დამირ მუსლიმოვ - დაგეგმარებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი;

ბაუირჟან შამშედენოვ - იმპორტირებადი ნავთობპროდუქტების მიღებისა და განაწილების  საამქროს უფროსი;

ელეონორა ვასაძე - მეტროლოგიის სამსახურის და გამზომი ტექნიკის საშუალებების დაკალიბრების ლაბორატორიის უფროსი;

ენრიკო კორძაია - ელექტროდანადგარების მომსახურებისა და რემონტის უბნის უფროსი;

 

სს „კაზტრანსოილის“ მმართველობის თავმჯდომრის საპატიო წერილები გადაეცა: 

ტემირხან მამეშოვს - ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გადასახადებისა და სახაზინო ოპერაციების საკითხებში;

ლევან ბერიძეს - შრომის დაცვისა და სამრეწველო უსაფრთხოების დეპარტამენტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს;

გიორგი რუსეიშვილს - სარემონტო-მექანიკური განყოფილების უფროსს;

ზაზა გოგიტიძეს - მუქი ნავთობპროდუქტების მიღებისა და გადატვირთვის საამქროს უფროსის მოადგილეს;