28.დეკ.2016

მიმართვა მოსახლეობისადმი საახალწლო დღესასწაულების დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ

საახალწლო და საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (ბნტ) ყველა ტერიტორიაზე საწარმოს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სახანძრო, სამრეწველო და ეკოლოგიური უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერების მიზნით ამოქმედდება მაღალი მზადყოფნის რეჟიმი.ქალაქის ფარგლებში მდებარე მაღალი სახანძრო საშიშროების მქონე საწარმოს გათვალისწინებით, ბნტ-ს ხელმძღვანელობა გახსენებთ ტერმინალის ობიექტებთან ახლოს პიროტექნიკური საშუალებების (პეტარდების, ფეიერვერკების და ა.შ.) გამოყენების კატეგორიული აკრძალვის შესახებ. 

მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება საციალური რეკლამის ფორმატში,  საზოგადოებრივი არხი „ტვ აჭარა“-ს მეშვეობით.