6.იან.2017

საქველმოქმედო მარათონი ახალი წლის წინა დღეებში

2016 წლის 29 დეკემბერს, საახალწლო დღესასწაულების წინა დღეებში, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ იქნა ფართომასშტაბიანი აქცია, რომელმაც მოიცვა სამი ორგანიზაცია.

დღე დაიწყო დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან ერთად საზეიმო შეხვედრით.  სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირში“  დარეგისტრირებულია სულ 33 ვეტერანი და დიდი სამამულო ომის მონაწილთა ქალაქ ბათუმში მცხოვრები 16 ქვრივი. ტერმინალის მხრიდან მატერიალური დახმარება, რომელიც მიღებულ იქნა ახალი წლის წინა დღეებში, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დახმარება აღმოჩნდა. იმათთვის, ვისაც შეეძლო დასწრება ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზებული ოყო ჩაის სმა ტორტთან ერთად. ბნტ-ს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა გამოხატეს ვეტერანებისადმი გულწრფელი მადლობა მათი გმირობისათვის და უსურვეს მათ ჯანმრთელობა და  სულიერი მხნეობა. შეხვედრა ჩატარდა თბილ ატმოსფეროში, მხიარული ურთიერთობისა და  სადღესასწაულო განწყობილების წყალობით.

ღონისძიება გაგრძელდა სადღესასწაულო სადილით რესტორან „რივიერაში“, რომელიც გაიმართა სამედიცინო ასოციაცია „ტანა“-ს ბენეფიციარებისთვის, რომლის რეაბილიტაციურ ცენტრს ყოველდღიურად ეწვევიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 46 პირი, ხოლო 11 ბავშვი მუდმივად ცხოვრობენ მანდ. ყველა დამსწრეს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები, ამის გარდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით  სამედიცინო ცენტრს გადაეცა საჩუქრად ჰაერის კონდიცირების 3 განაწილების სისტემა.

საქველმოქმედო მარათონი დასრულდა ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, რომლის სცენაზე  ბათუმის დრამატული თეატრის დასმა გამართა საახალწლო წარმოდგენა ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის მუშაკთა 750 ბავშვებისათვის.  ტრადიციით, სპექტაკლზე  მოწვეულ იყვნენ ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის 120 მოწაფე.  ზეიმი გამოვიდა ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი. წარმოდგენილი სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყველა ბავშვმა მიიღო საახალწლო საჩუქრები.

ვიდეო სიუჟეტები

საახალწლო საქველმოქმედო აქცია ახალი წლის დამდეგს

შეხვერა სამამულო ომის მონაწილეებთან ახალი წლის დამდეგს