7.მარ.2017

გამოჩენილი მენავთობის სახელი მიენიჭა საწარმოს ატირაუს ოლქში

სს „ყაზტრანსოილის“ დასავლეთ ფილიალის კულსარინსკის ნავთობსადენის სამმართველოს  ნავთობგადასაქაჩ სადგურს (ნგს) „კულსარის“ გადაერქვა სახელი და  ყაზახეთის მილსადენის ტრანსპორტის წინაშე გაწეული წვლილისთვის, მას ეწოდა  გამოჩენილი ინჟინრისა და ხელმძღვანელის ა. კულტუმიევის სახელობის ნავთობგადასაქაჩი სადგური. ამასთან დაკავშირებით სადგურზე დაიდგა და გაიხსნა ამანდიკ კულტუმიევის მონუმენტი.

მონუმენტის საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სს „ყაზტრანსოილის“ გენერალურმა დირექტორმა (მმართველობის თავმჯდომარე) დიმაშ დოსანოვმა, მანგისტაუსკის ოლქის მერის პირველმა მოადგილემ სუინდიკ ალდაშევმა, ატირაუს ოლქის მერის მოადგილემ ალიბეკ ნაუტიევმა, სს „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასთან კავშირის დარგში კაირგელდი კაბილდინმა, ვეტერანებმა, ამანდიკ კულტუმიევის ნათესავებმა და ახლობლებმა.

ა. კულტუმიევის სახელობის ნავთობგადასაქაჩი სადგური არის მეოთხე სადგური სს „ყაზტრანსოილის“ მილსადენების ქსელში,  რომელსაც   მიენიჭა დარგის გამოჩენილი პროფესიონალის სახელი,  აკტუბინსკის ოლქში ნურიბეკ შმანოვის სახელობის, კარაგანდის ოლქში ბაიკადამ ჯუმაგალიევის სახელობის (მთავარი ნავთობგადსაქაჩი სადგური) და ატირაუს ოლქში ტარასი კასიმოვის სახელობის ნავთობგადასაქაჩი სადგურების შემდეგ. 

ამანდიკ კულტუმიევმა თავისი ცხოვრების 40 წელზე მეტი  ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობას მიუძღვნა. თავისი შრომითი მოღვაწეობა მან ელექტრო-მემანქანედ მუშაობით დაიწყო  ნავთობგადასაქაჩ სადგურში „კულსარი“ 1974 წელს და დაასრულა საქართველოში, სადაც ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის  თანამდებობას იკავებდა. თავისი ხანგრძლივი შრომითი ცხოვრების განმავლობაში ის საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის ინჟინერი იყო, ხელმძღვანელობდა მილსადენის კომპანიების სხვადასხვა ქვედანაყოფებს, მანგისტაუსკის სამილსადენო სამმართველოს, დსს „კაზტრანსოლის“ აკტუბინსკის ფილიალის, სს „კაზტრანსოლის“ ექსპლუატაციის დეპარტამენტის ჩათვლით, წლების მანძილზე მუშაობდა შსს „კასპიის მილსადენის კონსილიუმის-რუსეთი“ დირექტორის მოადგილედ.

თუმცა, ამანდიკ კულტუმიევის შრომით ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის ნავთობგადასაქაჩი სადგური „კულსარი“ იკავებდა. ეს იყო მისი პირველი სამუშაო ადგილი,  მომავალი გამოჩენილი მენავთობის წარმატებული პროფესიული გზის აკვანი.   

სს „კაზტრანსოილი“ პატივს მიაგებს და აფასებს თავის ვეტერანებს, რომლებიც წარმოადგენენ საქმისადმი თავდადებული პატიოსანი ადამიანების მაგალითს - თქვა სს „კაზტრანსოლის“ გენერალურმა დირექტორმა (მმართველობის თავმჯდომარემ) თავის გამოსვლაში ნგს-ში ამანდიკ კულტუმიევის სახელობის მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე. - მან დატოვა ნათელი კვალი ჩვენი კოლექტივის მეხსიერებაში, მის სახელს პატივისცემით მოიხსენიებენ მისი თანაგუნდელები და მოსწავლეები, როგორც ყაზახეთში, ისევე რუსეთსა და  საქართველოში. ამიერიდან ამანდიკ კულტუმიევის სახელი უკვდავყოფილია მისი სახელის მინიჭებით სადგურის დასახელებაში, სადაც ის შრომობდა ახალგაზრდობაში. 

ცნობა:

ა. კულტუმიევის სახელობის ნავთობგადასაქაჩი სადგური წარმოადგენს სს „კაზტრანსოლის“ დასავლეთ ფილიალის კულსარინსკის ნავთობსადენი სამმართველოს „კულსარის“ ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ექსპლუატაციაში შევიდა 1969 წელს, მდებარეობს „უზენ-ატირაუ-სამარა“ სამაგისტრალო ნავთობსადენის 528 კმ-ზე. ა. კულტუმიევის ნავთობგადასაქაჩი სადგურის  დანიშნულებაა  ნავთობის გადაქაჩვა  და გათბობა. ნავთობის საშუალო გადაქაჩვა თქვეში შეადგენს 1 400 ათას ტონას.

სს „კაზტრანსოლი“

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და შიდა კომუნიკაციების სამსახური