კომპანიის მისია და ფასეულობები 

ბათუმის ნავთომტერმინალი ახორციელებს ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის გადატვირთვის მომსახურებას.

საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო და უწყებათშორისი სტანდარტების მოთხოვნების დაცვაზე  დაფუძნებული გადაწყვეტილებების დანერგვის საფუძველზე, თავისი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას კომპანია:

ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებს;

ახორციელებს ფართომასშტაბიან ბუნებისდაცვით საქმიანობას, რომელიც გამიზნულია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ისტორიული და მიმდინარე ფაქტორების შემცირებაზე;

შრომის დაცვასა და პროფესიონალურ უსაფრთხოებას თავისი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად განიხილავს;

კომპანიის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენენ მისი კორპორატიული ფასეულობები.

 

კომპანია აცნობიერებს თავის ვალდებულებას და თავის პასუხისმგებლობას მმართველი კომპანიისა და თავისი პარტნიორების მიმართ, ამიტომ საქმიანობის მოგებიანობა, შედეგების მიღწევა, როგოც მოსალოდნელის, ასევე ისეთი შედეგების, რომლებიც მოლოდინს აჭარბებენ, მისთვის უდავო ფასეულობას წარმოადგენს.

 

კომპანიის ფუძემდებელი ფასეულობები:

ეფექტურობა;

კანონებისა და სხვა  ნორმატიული აქტების დაცვა;

დასაქმებულები;

სოციალური პასუხისმგებლობა;

ჯანმრთელობის დაცვა.