ნაყოფიერი მუშაობისათვის, განვითარებისათვის, ახლის სწავლისათვის პერსონალის მზადყოფნა და უნარი წარმოადგენს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს გრძლელვადიანი წარმატების საწინდარს. ამიტომ კომპანია სერიოზულ ყურადღებას უთმობს კოლექტივის პროფესიული დონის განვითარებას.

 მუშაობის ძირითად  მიმართულებებს პერსონალის განვითარების სფეროში წარმოადგენს სწავლების კორპორატიული და მიზნობრივი პროგრამების ფორმირება, ასევე თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, კერძოდ -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან (BSMA).

ყოველწლიურად შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მთელი პერსონალის რიცხოვნობის 50%-ზე მეტი გადის სწავლებას კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროგრამების მიხედვით, მონაწილეობს სემინარებსა და ტრენინგებში.